Accessibility links

logo-print

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია შვეციარიაში გაიემგზავრა დავოსის ფორუმში მონაწილეობისთვის


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შვეიცარიაში გაემგზავრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა სესიაზე: "ევრაზია – შემდეგი ზღვარი" და "სამხრეთი კავკასია და ცენტრალური აზრია: გზა გლობალური ეკონომიკისკენ." მასზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრებს. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, რომელზეც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება შვეიცარიის და ყაზახეთის პრეზიდენტებს, საუდის არაბეთის პრინცს, მსოფლიოს ათზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენლებს, მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს და ცნობილ ფინანსისტს, ჯორჯ სოროსს. დავოსში ვიზიტისას, რომელიც 25 იანვრამდე გასტანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერვიუებს მისცემს CNBC-ს, BBC-ს, CNN-ს და სააგენტო Bloomberg-ს.
XS
SM
MD
LG