Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიჩკომ მოუწოდა იანუკოვიჩს დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები


პარტია „უდარისა“ და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ვიტალი კალიჩკომ უშედეგო უწოდა შეხვედრას პრეზიდენტთან და მოუწოდა ვიქტორ იანუკოვიჩს, რომ დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ამით ქვეყანას ააცილოს შემდგომი დაპირისპირების საფრთხე. „ვიცი, რომ თქვენ, პრეზიდენტო გაქვთ შესაძლებლობა, გადაწყვიტოთ ეს საკითხი. ვადამდელი არჩევნები შეცვლის ვითარებას სისხლის გარეშე, და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მივაღწიოთ ამას. მოუსმინეთ ხალხს, ნუ უგულებელყოფთ მათ და გადაწყვიტეთ ეს სიტუაცია. თუ თქვენ ხალხს არ მოუსმენთ მაშინ ხალხი გააკეთებს ყველაფერს, რომ მოუსმინოთ მას.“ კიევის ცენტრში სახალხო ვეჩეზე სიტყვით გამოსვლისას კლიჩკომ განაცხადა, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს თავისუფლების მოედანის გაწმენდა ძალისმიერი გზით. კლიჩკომ ჯარისკაცებს და პოლიციელებს ხალხის მხარეზე გადასვლისკენ, ხოლო დემონსტრანტებს კი თავისუფლების მოედნის დაცვისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG