Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტეხასში სიკვდილით დასაჯეს 46 წლის კაცი


აშშ-ის ტეხასის შტატში ოთხშაბათს ღამით სიკვდილით დასაჯეს მექსიკელი მოქალაქე, რომელმაც 1994 წელს პოლიციელი მოკლა. 46 წლის ედგარ ტამაიო სასიკვდილო ინექციით მოკლეს, მექსიკის მთავრობისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისგან ზეწოლის მიუხედავად. ისინი აცხადებდნენ, რომ ტამაიოსთვის არასდროს განუმარტავთ მისი კანონიერი უფლება - რომ დაპატიმრების შემდეგ შეეძლო დაკავშირებოდა მექსიკის საკონსულოს. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა შეშფოთება საზღვარგარეთ მყოფი ამერიკის მოქალაქეების მიმართ მსგავსი პრეცედენტის დაშვების შესაძლებლობის გამო. ედგარ ტამაიოს სიკვდილით დასჯა წელს პირველი ასეთი შემთხვევა იყო ტეხასში, სადაც აშშ-ში ყველაზე ხშირად იყენებენ სასჯელის უმაღლეს ზომას. 2013 წელს აშშ-ის 9 შტატში 39 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.
XS
SM
MD
LG