Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში ნიღბიანმა თავდამსხმელებმა მოკლეს 5 პოლიციელი


ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაიროს სამხრეთით ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს 5 პოლიციელი. სამინისტროს ცნობით, თავდასხმა ხუთშაბათს დილით ბენი სუეფის პროვინციაში მოხდა, ეგვპიტის დედაქალაქიდან 100 კილომეტრის დაშორებით. დაიჭრა კიდევ ორი პოლიციელი. თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა შეძლეს. ისლამისტი პრეზიდენტის მუჰამად მურსის ჩამოგდების შემდეგ, გახშირდა შეიარაღებული თავდასხმები და აფეთქებები.
XS
SM
MD
LG