Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“ აღნიშნავს პროგრესს საქართველოში


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აღნიშნავს პროგრესს, რომელსაც განვლილი წლის განმავლობაში მიაღწია საქართველომ. ეს შეფასება გამოთქმულია მორიგ წლიურ ანგარიშში მსოფლიოში თავისუფლების შესახებ, რომელიც „ფრიდომ ჰაუსმა“ დღეს გამოაქვეყნა. ანგარიში ასახავს ვითარებას 195 ქვეყანაში და 14 ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოს ორივე სეპარატისტულ რეგიონში.“ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგის მხრივ საქართველოს წინსვლა არ განუცდია - კვლავ მიეკუთვნება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს. მეორე მხრივ, უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს „სერიოზულ უკუსვლას“ რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის შემთხვევებში, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ.
XS
SM
MD
LG