Accessibility links

logo-print

ალ-ყაიდის ლიდერმა გაერთიანებისაკენ მოუწოდა სირიაში მებრძოლ ისლამისტებს


ცნობების თანახმად, ალ-ყაიდის ლიდერმა აიმან ალ-ზავაჰირიმ სირიაში მებრძოლ ისლამისტებს მოუწოდა, ბოლო მოუღონ ერთმანეთთან დაპირისპირებას და ერთად იბრძოლონ სირიის მმართველი რეჟიმის დასამხობად. ამ მოწოდებას შეიცავს ხუთწუთიანი აუდიომიმართვა, რომელიც ოთხშაბათს ღამით გავრცელდა ინტერნეტში და რომელსაც ალ-ზავაჰირის მიაწერენ. ის აცხადებს, რომ სირიაში მიზანია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის და მისი მთავრობის დამხობა. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, წელს, 3 იანვრის შემდეგ სირიაში 1395 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG