Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი დავოსში გამოვიდა მსოფლიოში თანამშრომლობისაკენ მოწოდებით


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ დღეს თანამშრომლობასა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. როჰანის თქმით, ირანი მზადაა, გააუმჯობესოს ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან: „შეერთებულ შტატებთან ირანის ურთიერთობის მხრივ ახალი ერა დაიწყო. ორი ქვეყნის პოლიტიკოსებს შორის პირველად არის დიალოგი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და გადაწყვეტილებების მიღება ბირთვულ საკითხებზე უთანხმოების მოსაგვარებლად. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენები ისლამური რევოლუციის შემდეგ.“ დავოსში გამოსვლისას, როჰანი შეეხო სირიაში შეიარაღებულ კონფლიქტსაც, რომელსაც „დიდი კატასტროფა“ უწოდა. მისი აზრით, „თავისუფალი და სამართლიანი“ არჩევნები იქნება საუკეთესო გზა სირიაში კრიზისისთვის ბოლოს მოსაღებად. როჰანიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა ასევე, რომ ირანი არ აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას.
XS
SM
MD
LG