Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა დავოსის ეკონომიკური ფორუმის სესიაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, დღეს სიტყვით გამოვიდა სესიაზე, "ევრაზია - შემდეგი ზღვარი." პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევრაზიის რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივებზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ათასწლეულის დადგომიდან, სტაგნაციის წლების შემდეგ, პოლიტიკური მოვლენები საქართველოში დინამიკურობით გამოირჩევა, ხოლო ეკონომიკა სულ უფრო მდგრადი ხდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც მოიცავს. „საქართველო იმედოვნებს, რომ მოიპოვებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გასასვლელს ევროკავშირის ბაზარზე თავისი პროდუქციისა და მომსახურებისთვის. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს პირდაპირი ინვესტიციების ნაკადს საქართველოში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG