Accessibility links

საქართველოს პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა უკრაინაში მსხვერპლის გამო


უკრაინაში მსხვერპლის გამო მწუხარება გამოთქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. "კიევში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოც და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს. ქვეყანა რთულ პერიოდს გადის და დაძაბულობა შეიძლება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდეს. დიდად ვწუხვართ, რომ უკვე არის მსხვერპლი და დაშავებულთა სერიოზული რაოდენობა. ღმერთმა დალოცოს უკრაინა და უკრაინელი ხალხი და შეაძლებინოს არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრა", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG