Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა „ღვთისაგან საჩუქრად“ მოიხსენია ინტერნეტი


რომის პაპმა ინტერნეტი მოიხსენია „ღვთისაგან საჩუქრად“, რომელსაც შეუძლია კომუნიკაციაში დაეხმაროს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს. თუმცა, პაპი ფრანცისკე ხედავს ინტერნეტთან დაკავშირებულ საფრთხეებსაც - რომ მას შეუძლია ადამიანების იზილაციაში მოქცევა, თუ ისინი დაინტერესდებიან მხოლოდ იმ ინფორმაციით და მოსაზრებებით, რომლებიც საკუთარ შეხედულებებს ემთხვევა. რომის პაპი ამ მოსაზრებებს გამოთქვამს წერილობით მიმართვაში, რომელიც გავრცელდა კათოლიკური ეკლესიის „მსოფლიო კომუნიკაციის დღესთან“ დაკავშირებით. არგენტინელი პაპი მსოფლიოს მილიარდზე მეტ კათოლიკეს მოუწოდებს, იაქტიურონ სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან დიალოგში.
XS
SM
MD
LG