Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს რიგგარეშე სხდომის გამართვისაკენ


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აუცილებლად მიიჩნევს პარლამენტის საგანგებო სხდომის გამართვას, ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსახილველად. ამის შესახებ მან განაცხადა დღეს კიევში, პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ რიბაკთან შეხვედრის დროს. თავის მხრივ, რიბაკმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სხდომაზე შესაძლოა განიხილონ ოპოზიციის მოწოდება მთავრობის დათხოვნისაკენ. ოპოზიცია პრეზიდენტისაკენ მოითხოვს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ცნობების თანახმად, იანუკოვიჩი ხუთშაბათს, სატელეფონო საუბრისას დაჰპირდა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს, რომ არ გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას. ამასობაში, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, თუმცა, წინა დღეებთან შედარებით, ვითარება მშვიდია. უკრაინაში ორი თვის წინ დაწყებულ საპროტესტო აქციებს ოთხშაბათს პირველად მოჰყვა მსხვერპლი - დაიღუპა სამი ადამიანი.
XS
SM
MD
LG