Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ავტობუსის ავარიამ შეიწირა 21 ადამიანი


თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი. არიან დაშავებულებიც. ცნობების თანახმად, ავტობუსი მოლიპულ გზაზე მოსრიალდა და გვერდით, თხრილში გადატრიალდა. ავარია მოხდა ცენტრალურ თურქეთში მდებარე კაისერის პროვნციაში. ავტობუსი, რომელშიც 40-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, სტაბმულიდან აღმოსავლეთით, მუშის პროვინციაში მიემგზავრებოდა. თურქეთში ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, რომელთა მიზეზებს შორისაც ერთ-ერთი მთავარია მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფა.
XS
SM
MD
LG