Accessibility links

logo-print

უკრაინაში 28 იანვარს გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა


უკრაინაში 28 იანვარს გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. ის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ რიბაკმა დანიშნა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ. იანუკოვიჩი განაცხადა, რომ აუცილებლად მიიჩნევს პარლამენტის საგანგებო სხდომის გამართვას, ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსახილველად. თავის მხრივ, რიბაკმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სხდომაზე შესაძლოა განიხილონ ოპოზიციის მოწოდება მთავრობის დათხოვნისაკენ. ოპოზიცია პრეზიდენტისაკენ მოითხოვს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ცნობების თანახმად, იანუკოვიჩი ხუთშაბათს, სატელეფონო საუბრისას დაჰპირდა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს, რომ არ გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას. ამასობაში, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, თუმცა, წინა დღეებთან შედარებით, ვითარება მშვიდია. უკრაინაში ორი თვის წინა დაწყებულ საპროტესტო აქციებს ოთხშაბათს პირველად მოჰყვა მსხვერპლი - დაიღუპა სამი ადამიანი.
XS
SM
MD
LG