Accessibility links

logo-print

პოპვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი აშშ-ში დააკავეს, როცა ნასვამი მართავდა ავტომანქანას


კანადელი პოპვარსკვლავი, 19 წლის ჯასტინ ბიბერი აშშ-ში დააკავეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევისათვის. პოლიციელების განცხადებით, ცნობილი მომღერალი ხუთშაბათს დილით დააკავეს ფლორიდაში. იუწყებიან აგრეთვე, რომ ჯასტინ ბიბერი უარს ამბობდა პოლიციელების მოთხოვნების შესრულებაზე და მას მართვის ძალადაკარგული მოწმობა აღმოაჩნდა. გარდა ამისა, პოლიცია აცხადებს, რომ ბიბერს მიღებული ჰქონდა ალკოჰოლური სასმელი, ეწეოდა მარიხუანას და თან სვამდა მისთვის გამოწერილ წამლებს. ჯასტინ ბიბერმა სახელი გაითქვა 15 წლის ასაკში, როცა გამოვიდა მის სადებიუტო ალბომი, „ჩემი მსოფლიო“.
XS
SM
MD
LG