Accessibility links

უკრაინის პრემიერი: დემონსტრაციების შემზღუდველი კანონები „შეიძლება შეიცვალოს“


უკრანის პრემიერ-მინისტრმა, მიკულა აზათროვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლების და დემონსტრაციების გამართვის შემზღუდველი კანონები, რომლებიც კიევში გასულ კვირაში დამტკიცდა, „შეიძლება შეიცვალოს“ ოპოზიასთან თანამშრომლობით. როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში აზაროვმა თქვა, რომ „ევროპის საბჭოს და ვენეციის კომისიის ექსპერტებს“ შეულიათ დახმარების გაწევა ამ კანონების შეცვლის საქმეში. ახალი კანონმდებლობა, რომელიც ოთხშაბათს შევიდა ძალაში, არსებითად აძლიერებს სასჯელს და აწესებს თავისუფლების აღკვეთას მათთვის, ვისაც დამნაშავედ სცნობენ არდაშვებული აქციების მოწყობისთვის. ასევე იკრძალება დახლების და კარვების დადგმა, რუპორების და პლაკატების გამოყენება. უკრაინის ოპოზიცია ხვდება პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ამ და სხვა, მიმდინარე თემებზე მოსალაპარაკებლად. „ჩემი აზრით, რაც ახლა ხდება, ჯდება უკრაინაში ხელისუფლების მიტაცებისკენ სწრაფვის ჩარჩოში“, თქვა აზაროვმა და განაცხადა, რომ რაც ახლა ხდება, ლოკალური ხასიათისაა, მიუხედავად იმისა, რომ სახიფათოა. გამოსვლები კონცენტრირებულია, აზაროვის თქმით, კიევის ცენტრში და დასავლეთი უკრაინის ზოგიერთ რეგიონში. მთლიანობაში, აზაროვის თანახმად, ვითარება ქვეყანაში მშვიდია, ხალხს სურს წესრიგის აღდგენას, თქვა მან. პრემიერის თანახმად, კონფლიქტის დაწყებიდანვე, პოლიციას არ ჰქონია იარაღი, მათ არ აქვთ იარაღის ქონის უფლება, მათ აქვთ შემაკავებელი აღჭურვილობა, თქვა აზაროვმა. როგორც მან განაცხადა როიტერსთან ინტერვიუში, მსხვერპლის გამო ისმის შეკითხვა, რამ მოკლა ისინი. აზაროვის მტკიცებით, ისინი დაიხოცნენ ტყვიით, როგორიც პოლიციას არ აქვს შეიარაღებაში.
XS
SM
MD
LG