Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერი: მსოფლიო არ უნდა ენდოს ირანს ბირთვულ სფეროში


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ დავოსში მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნაზე განაცხადა, რომ მსოფლიო არ უნდა ენდოს ირანის დანაპირებს მის ბირთვულ სფეროში. მანამდე, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ირანი მზად არის პატივი სცეს წამყვან ქვეყნებთან დადებულ შეთანხმებას, რომლის თანამხად, შეკვეცს თავის ბირთვულ პროგრამას და გააძლიერებს ეკონომიკას. თავის გამოსვლაში ნეტანიაჰუმ ირანს ბრალად დასდო, რომ პირობებს იმისთვის დებს, რათა მიაღწიოს საერთაშორისო სანქციების შერბილებას. მისი თქმით, ბევრი არაბული ქვეყანა ისრაელის მსგავსად არის შეშფოთებული, რომ ირანის კვლავაც ცდილობს აწარმოოს ბირთვული იარაღი. ირანის თქმით, მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია. ისრაელი, რომელსაც ფართოდ მიიჩნევენ ახლო აღმოსავლეთის ერთადერთ ბირთვულ სახელმწიფოდ, არ გამოროიცხავს ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას.
XS
SM
MD
LG