Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიჩკო: პრეზიდენტი იანუკოვიჩი შეწყვეტს ძალის გამოყენებას


ოპოზიციის ლიდერები უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას შეთანხმდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი შეწყვეტს ძალის გამოყენებას და გაათავისუფლებს გრუშევსკის ქუჩაზე დაკავებულ ყველა პირს. ამის შესახებ პრეზიდენტ იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ოპიზიციის ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ. მისივე თქმით, უკრაინის შს მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო და იანუკოვჩი ამის შესახებ საჯარო განცხადებასაც გააკეთებენ. როგორც კლიჩკომ აღნიშნა, თავის მხრივ აქციების მონაწილეებმაც თავი უნდა შეიკავონ ძალის გამოყენებისაგან. ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა წუხელ გვიანობამდე გაგრძელდა. შეთანხმების მიხედვით, ამ ხნის განმავლობაში არ მომხდარა დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის.
XS
SM
MD
LG