Accessibility links

მოსკოვში დაარბიეს უკრაინელი მომიტინგეების მხარდამჭერი აქცია


რუსეთში დაარბიეს უკრაინელი მომიტინგეების მხარდამჭერი აქცია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა აქციის მონაწილეები, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად მოსკოვში, უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ. მომიტინგეები უკრაინის ჰიმნს ასრულებდნენ და სკანდირებდნენ, "იანუკოვიჩო, გაიქეცი". უკრაინის საელჩოსთან შეკრებილებს ხელში პლაკატები და სანთლები ეჭირათ ევრომაიდანზე დაღუპულთა გლოვის ნიშნად. პოლიციამ მათ არ მისცა პროტესტის დიდხანს გამოხატვის საშუალება და აქციის მონაწილეები დააკავა.
XS
SM
MD
LG