Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა ჰაკერებმა გატეხეს CNN-ის გვერდი "ფეიბუქსა" და "ტვიტერზე"


დაჯგუფება „სირიის ელექტრონული არმიის“ ჰაკერებმა რამდენიმე ხნით გატეხეს ტელეკომპანია CNN-ის გვერდი "ფეისბუქსა" და "ტვიტერზე": „აქ იყო სირიის ელექტრონული არმია". ნუ იტყუებით! ყველა თქვენი რეპორტაჟი ფალსიფიკაციაა“ - ამ შინაარსის შეტყობინებები დატოვეს ჰაკერებმა CNN-ის "ტვიტერის" გვერდზე. „სირიის ელექტრონულმა არმიამ“ საკუთარ გევრდზე დაწერა, რომ CNN „იტყუება“ იმის შესახებ, რაც სირიაში ხდება და ამერიკული მედიასაშუალება ცდილობს დამალოს, რომ ალ-ყაიდას აკონტროლებს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. „სირიის ელექტრონული არმია“ არის ჰაკერების დაჯგუფება, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერით მოქმედებს. ჰაკერები რეგულარულად უტევენ მსოფლიოს წამყვანი გამოცემებისა და სხვა ორგანიზაციების საიტებს და ტოვებენ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ გზავნილებს.
XS
SM
MD
LG