Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შს მინისტრი გარანტიას იძლევა, რომ მომიტინგეებს არ განდევნიან მაიდნიდან


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო პირობას დებს, რომ მილიცია მომიტინგეებს მაიდანიდან არ განდევნის. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ვიტალი ზახარჩენკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები დაიშლებიან, მათი დევნა არ განხორციელდება. "გარანტიას ვიძლევი, რომ მილიცია არ გამოიყენებს ძალისმიერ მეთოდებს მაიდნის მომიტინგეებისგან გასათავისუფლებლად", - ნათქვამია შს მინისტრის განცხადებაში. ვიტალი ზახარჩენკო ასევე აღნიშნავს, რომ გრუშევსკის ქუჩაზე მყოფები თუ ტერიტორიას დატოვებენ, სამართალდამცავები მათზე არავითარ დევნას არ განხორციელებენ. ზახარჩენკომ შს სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდა, იყვნენ თავშეკავებული და არ მოახდინონ მცირე პროვოკაციებზე რეაგირება. ოპოზიციის ლიდერები უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმდნენ, რომ იანუკოვიჩი შეწყვეტს ძალის გამოყენებას და გრუშევსკის ქუჩაზე დაკავებულ ყველა პირს გაათავისუფლებს. ამის შესახებ პრეზიდენტ იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ.
XS
SM
MD
LG