Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში აფეთქებებმა ხუთი ადამიანი შეიწირა


კაიროში პარასკევს მოეწყო სამი აფეთქება, რომელთა შედეგადაც, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ეს ძალადობა ერთი დღით უსწრებს ეგვიპტეში 2011 წლის ამბოხების დაწყების მორიგ წლისთავს. დღეს ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა პირველ აფეთქებას, რომელიც დანაღმული ავტომანქანით მოეწყო პოლიციის შენობასთან. დაიღუპა ოთხი ადამიანი, არიან დაჭრილები. ეგვიპტეში ორი წლის წინ დაწყებულ საპროტესტო აქციებს მოჰყვა ჰოსნი მუბარაქის თითქმის 30-წლიანი მმართველობის დამხობა.
XS
SM
MD
LG