Accessibility links

logo-print

კიევში დემონსტრანტები საპროტესტო ბანაკს აფართოებენ


კიევში დემონსტრანტები საპროტესტო ბანაკს აფართოებენ მას შემდეგ, რაც უშედეგოდ დასრულდა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკება. დემონსტრანტებმა ახალი ბარიკადები აღმართეს კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე. კიევში აქციის მონაწილე ოლქსანდრი დღეს საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" კორესპონდენტს ესაუბრა დემონსტრანტების მზადებაზე: „ბარიკადები იმიტომ ავაშენეთ, რომ, თუ უცებ ბერკუტი გადაწყვეტს შეტევას, ანუ შტურმზე წამოსვლას, აქ, სულ ცოტა, შევაჩეროთ მაინც“. იუწყებიან ასევე, რომ კიევში დემონსტრანტები შეიჭრნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თუმცა ზავი, როგორც ჩანს, ძალაში რჩება მილიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მძიმე შეტაკებებიდან ორი დღის შემდეგ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ 22 იანვარს დაღუპული აქტივისტებიდან ორს აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები, მაგრამ სამინისტრო უარყოფს ყოველგვარ პასუხისმგებლობას. დღესვე კიევში ჩადის ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე, პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG