Accessibility links

პაკისტანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ბრიტანეთის მოქალაქეს


პაკისტანში სიკვდილი მიუსაჯეს ბრიტანეთის მოქალაქეს, წარმოშობით პაკისტანელ მოჰამად ასღარს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკრეხელობაში. მოჰამად ასღარი 2010 წელს დააკავეს ქალაქ რავალპინდიში მას შემდეგ, რაც დაწერა წერილები, რომლებშიც თავს მოციქულად მოიხსენიებდა. სასამართლომ უარყო ადვოკატების არგუმენტი, რომ 65 წლის ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. პაკისტანში მკრეხელობა სიკვდილით ისჯება. უფლებადამცველები მოითხოვენ მკრეხელობის შესახებ მკაცრი კანონების გაუქმებას და აღნიშნავენ, რომ ხშირად ხდება ამ კანონების გამოყენება პირადი ანგარიშის გასასწორებლად.
XS
SM
MD
LG