Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსიდან მიესალმა ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას დავოსიდან მიესალმა ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მისია,“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებას გაძლიერება და განვითარება სჭირდება. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ მიმართულებითაც მოახდენს ძალიან დიდ ძვრებს და ქვეყნისთვის ბევრ სასიკეთო ცვლილებას. “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გარეშე, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არ არის საკმარისი და ეს უნდა იყოს თანმხვედრი პროცესი," - განაცხადა ღარიბაშვილმა. 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" დააფუძნა.
XS
SM
MD
LG