Accessibility links

logo-print

უკრაინის შსს აცხადებს „შეიარაღებული პროვოკაციის“ საფრთხის შესახებ


უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარასკევს გამოაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია „შეიარაღებული პროვოკაციის“ მზადების შესახებ. შსს-ის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროვოკაციას მორიგი მსხვერპლი მოჰყვება და სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ, პოტენციური მსხვერპლის ლიკვიდირებას შეეცდებიან ცეცხლსასროლი იარაღით. პარასკევს, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კიევში დემონსტრანტებმა დაიკავეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აქტივისტები აცხადებენ, რომ შენობას გამოიყენებენ აქციის მონაწილეების გასათბობად. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, კიევში პარასკევს, მთელი დღის განმავლობაში იცავდნენ ზავს, რომელიც წინა დღეს გამოცხადდა უკრაინის პრეზიდენტთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG