Accessibility links

logo-print

კიევში გრძელდება შეტაკებები


კიევში გაგრძელდა შეტაკებები ანტისამთავრობო დემონსტრანტებს და პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებს შორის. დემონსტრანტები პოლიციას ქვებს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესროდნენ. პოლიციამ ამას ცრემლმდენი გაზის გაშვებით უპასუხა. არის ცნობების შეტაკებების შედეგად დაშავებულების შესახებ როგორც დემონსტრანტების, ისე პოლიციის რიგებში. პარასკევს უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მთავრობაში ცვლილებები მოხდება რიგგარეშე საპარლამენტო სესიაზე, რომელიც სამშაბათისთვის არის დანიშნული. ამასთან, რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრის დროს იანუკოვიჩმა თქვა, რომ ათობით დაკავებულ აქტივისტს ამნისტიას შეუფარდებს და შესწორებებს შეიტანს კანონებში, რომლებიც ზღუდავს დემონსტრაციების გამართვას. მაგრამ ოპოზიციის ლიდერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ქუჩის დემონსტრაციების დასრულების ერთადერთი გზა იანუკოვიჩის გადადგომა იქნება.
XS
SM
MD
LG