Accessibility links

ევროპელი დიპლომატი დადებითად აფასებს საქართველოში უკანონო მოსმენების აღკვეთას


ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ნილს მუჟნიეკსი დადებითად აფასებს უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის აღკვეთის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა თბილისში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახეზეა აშკარა გაცნობიერება იმისა, რომ ამგვარ თვალთვალს, უკანონო მოსმენებს, ბევრი საშიში შედეგი მოსდევს და ეს კარგად ესმის დღევანდელ ხელისუფლებას. გარდა ამისა, მისი განმარტებით, ის მხარს უჭერს იმასაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ინსტიტუციურად დამოუკიდებელი გახდა, ასევე აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ნაკლებად გამოიყენება. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ნილს მუჟნიეკსის განმარტებით, სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულმა ცვლილებებმა და განხორციელებულმა ნაბიჯებმა მასზე "დიდი შთაბეჭდილება" მოახდინა. მანვე აღნიშნა, რომ კმაყოფილია პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებითაც.
XS
SM
MD
LG