Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში მომხდარ შეტაკებებში ოთხი კაცი დაიღუპა


ეგვიპტის მასშტაბით შაბათს მომხდარ შეტაკებებში ოთხი კაცი დაიღუპა. ერთი ადამიანი კაიროში დაიღუპა, სადაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და სროლით შეეცადა დემონსტრანტების დაშლას. ანტისამთავრობო გამოსვლები დაემთხვა სახალხო მღელვარების მესამე წლისთავს, რასაც პრეზიდენტ ხოსნი მუბარაკის მრავალწლიანი მმართველობის დასრულება მოჰყვა. დემონსტრაციებში როგორც დამხობილი ისლამისტი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის, ასევე მოქმედი სამხედრო ხელისუფლების მკაცრი კურსით უკმაყოფილო სხვა პოლიტიკური ძალების მომხრეები მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG