Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. ვიქტორ იანუკოვიჩს ოპოზიციის ლიდერები ვიტალი კლიჩკო, არსენი იაცენიუკი და ოლეგ ტიაგნიბოკი ხვდებიან. მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია კიდევ ერთი დემონსტრანტის დაღუპვის თაობაზე. კიევის მერიის ჯანმრთელობის დეპარტამენტის უწყების თქმით, მამაკაცი კვირის დასაწყისში გრუევსკის ქუჩაზე მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ შაბათს ევრომაიდანზე ვითარება შედარებით მშვიდი იყო. თუმცა, მომიტინგეებმა დღეს დილით რამდენიმე საათით ენერგეტიკის სამინისტროს შენობა დაიკავეს. ანტისამთავრობო ძალებს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობები ქვეყნის 10 რეგიონში აქვთ დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი დასდო დემონსტრანტებს ორი პოლიციელის პატიმრად აყვანაში, თუმცა ოპოზიცია ამ ფაქტს არ ადასტურებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ განაცხადა, რომ ოპოზიცია ვეღარ აკონტროლებს რადიკალურად განწყობილ მომიტინგეებს, რაც ვითარების მშვიდობიანად მოგვარების შანსებს ამცირებს.
XS
SM
MD
LG