Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში 25-მდე გაიზარდა ტერაქტების მსხვერპლი


ოცდახუთამდე გიზარდა ეგვიპტის მასშტაბით კვირის ბოლოს მომხდარ შეტაკებებში დაღუპულთა რიცხვი. ანტისამთავრობო გამოსვლები დაემთხვა სახალხო მღელვარების მესამე წლისთავს, რასაც ქვეყანაში პრეზიდენტ ხოსნი მუბარაკის მრავალწლიანი მმართველობის დასრულება მოჰყვა. დემონსტრაციებში როგორც დამხობილი ისლამისტი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის, ასევე მოქმედი სამხედრო ხელისუფლების მკაცრი კურსით უკმაყოფილო სხვა პოლიტიკური ძალების მომხრეები მონაწილეობდნენ. შაბათს სუეცში დანაღმული ავტომობილი აფეთქებას პოლიციის შენობასთან 16 კაცი ემსხვერპლა. პარასკევს კაიროში კვლავ პოლიციის შენობა აღმოჩნდა აფეთქებების სამიზნე, რომელთაგან ერთ შემთხვევაში ასევე გამოყენებული იქნა დანაღმული ავტომობილი. თავდასხმებზე ალ ყაიდის მიერ მართულმა დაჯგუფებამ იკისრა პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG