Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ოპოზიციის ლიდერებს მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობა შესთავაზა


ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოწესრიგების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერს არსენი იაცენიუკს პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხოლო ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერსა და პარტია „უდარის“ ხელმძღვანელ ვიტალი კლიჩკოს - პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი შესთავაზე. ამის თაობაზე იუსტიციის მინისტრმა ოლენა ლუკაშმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ქვეყნის პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიმართა. მისევე თქმით, თუკი იაცენიუკი მიიღებს შეთავაზებას, მაშინ ქვეყნის მთავრობა დაუყოვნებლივ გადადგება. მოლაპარაკების დროს პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თანხმობა გამოთქვა ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლაზე. ასეთ კომპრომისზე წასვლა უკრაინის პრეზიდენტი აიძულა ანტისამთავრობო მიტინგებმა, რომელიც კვირის დასაწყისში სისხლისმღვრელ შეტაკებებში გადაიზარდა გრუშევსკის ქუჩაზე. პოლიციისა და დემონსტრანტების დაპირისპირების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG