Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია უარს ამბობს იანუკოვიჩის შეთავაზებაზე


უკრაინის ოპოზიცია უარს აცხადებს პრეზიდენტის შეთავაზებაზე, უხელმძღვანელოს მინისტრთა კაბინეტს. ამის თაობაზე კიევის ცენტრში ევრომაიდანზე სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. „ჩვენი მოთხოვნებია საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიმდინარე წელს და არ ვაპირებთ უკან დახევას“, - განაცხადა კლიჩკომ, თუმცა, დასძინა, რომ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან გაგრძელდება. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოწესრიგების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერს არსენი იაცენიუკს პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხოლო ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერსა და პარტია „უდარის“ ხელმძღვანელ ვიტალი კლიჩკოს - პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი შესთავაზა. მოლაპარაკების დროს პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა თანხმობა გამოთქვა ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლაზეც. ასეთ კომპრომისზე წასვლა უკრაინის პრეზიდენტი აიძულა ანტისამთავრობო მიტინგებმა, რომელიც კვირის დასაწყისში სისხლისმღვრელ შეტაკებებში გადაიზარდა გრუშევსკის ქუჩაზე. პოლიციისა და დემონსტრანტების დაპირისპირების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG