Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში გრძელდება სირიის ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა


ჟენევაში გრძელდება სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის დელეგაციების შეხვედრა. გაეროს ოფიციალურma წარმომადგენელმა კვირას განაცხადა, რომ მხარეები საერთაშორისო შუამავლის ლახდარ ბრაჰიმის მონაწილოებით მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. შაბათის მოლაპარაკებებისას მხარეებმა იმსჯელეს სამწლიანი კონფლიქტით ყველაზე მეტად დაზარალებული სირიის რეგიონებისათვის ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობაზე. ბრაჰიმიმ შაბათს განაცხადა, რომ პოლიტიკურ საკითხებამდე მხარეები ჰუმანიტარულ პრობლემებზე იქნებიან ფოკუსირებულნი. მოლაპარაკებების პარალელურად, სირიის ინფორმაციის მინისტრმა ომარ ალ ზოუბიმ განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის ბედი მხოლოდ კონსტიტუციით უნდა გადაწყდეს. სირიის ოპოზიცია კვლავინდებურად მოითხოვს ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას და გარდამავალი მთავრობის ფორმირებას.
XS
SM
MD
LG