Accessibility links

logo-print

ევრომაიდნის აქტივისტებმა „უკრაინის სახლი“ დაიკავეს


წუხელ ანტისამთავრობო დემონსტრაციის ორიათასამდე მონაწილემ გრუშევკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე „უკრაინის სახლის“ სახელით ცნობილი მდებარე კონგრეს-ცენტრის შენობა დაიკავა. შაბათს შენობის დასაცავად 200-მდე სპეცრაზმელი მივიდა, თუმცა ევრომაიდნის დამცველების წინააღმდეგობის შემდეგ, ისინი გაეცალნენ იქაურობას. უკრაინული მედიის ინფორმაციით შენობის სახურავზე ნაპოვნია საბრძოლო სახეობის იარაღის ტყვიები.
XS
SM
MD
LG