Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში 50-მდე გაიზარდა ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 50- კაცი დაიღუპა შაბათს ქვეყნის მასშტაბით ექსტრემისტული ძალების მიერ ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის დამხობის მესამე წლისთავთან დაკავშირებით მოწყობილი ტერაქტების შედეგად. ძალადობის შედეგად დაჭრილთა რაოდენობა 247-ს აღწევს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი პოლიციამ ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობის გამო 1079 პირი დააკავა. საპროტესტო დემონსტრაციებში როგორც დამხობილი ისლამისტი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის, ასევე მოქმედი სამხედრო ხელისუფლების მკაცრი კურსით უკმაყოფილო სხვა პოლიტიკური ძალების მომხრეებიც მონაწილეობდნენ. ეგვიპტის მასშტაბით მომხდარ თავდასხმებზე ალ ყაიდის მიერ მართულმა დაჯგუფებამ იკისრა პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG