Accessibility links

უკრაინის არმია არ ჩაერევა შიდა დაპირისპირებაში


უკრაინის თავდაცვის მინისტრი პაველ ლებედევი აცხადებს, რომ არმია არ ჩაერევა იმ საპროტესტო აქციების დაშლაში, რომელიც მთელ ქვეყანას მოედო. რუსულ სააგენტო „იტარ-ტასისათვის“ კვირას მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ არმია მკაცრად დაიცავს უკრაინის კონსტიტუციაs, რომლის თანახმად დაუშვებელია შეიარაღებული ძaლების ჩარევა ქვეყნის შიდა კონფლიქტში.“ პაველ ლებედევმა „პროვოკაცია“ უწოდა ბოლო ხანს გაკეთებულ განცხადებებს, თითქოს იგეგმებოდეს შეიარაღებულi ძალების გამოყენებით საპროტესტო აქციების დაშალა.
XS
SM
MD
LG