Accessibility links

logo-print

იერიშების მოლოდინში ათასობით ადამიანი ტოვებს პაკისტანის უკონტროლო რეგიონებს


ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის მოლოდინში პაკისტანის ჩრდილოეთ ვაზირისტანის უკონტროლო პროვინციის მცხოვრები ათასობით ადამიანი ტოვებს საცხოვრებელს. „ფრანს პრესის“ სააგენტოს თანახმად პროვინციის რამდენიმე სოფლიდან დაახლოებით 13 ათასი ადამიანი გაიხიზნა. თუმცა ხელისუფლება უარჰყოფს მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. პაკისტანის არმიამ წინა კვირას შურისგების სამხედრო იერიშებით უპასუხა ექსტრემისტების მიერ უსაფრთხოების ძალებზე განხორციელებულ თავდასხმებს, რომლის დროსაც ათობით სამხედრო პირი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG