Accessibility links

სირიის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთადერთ შეთანხმებას მიაღწიეს


ჟენევაში სირიის ოპოზიციისა და ხელისუფლების დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე დღეს მხარეებმა წინსვლას მიაღწიეს. როგორც გაეროსა და არაბული ლიგის წარგზავნილმა ლახდარ ბრაჰიმიმ კვირას განაცხადა, დაპირისპირებული მხარეები თანხმდებიან, რომ ქალებსა და ბავშვებს მიეცეთ მეამბოხეთა ხელთ არსებული ქალაქ ჰომსის დატოვების უფლება. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რასაც სამი წლის დაპირისპირების განმავლობაში მხარეებმა პირველ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა, სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ პატიმრების გაცვლის საკითხში. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, სირიის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ოპოზიციის მოთხოვნას პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის თაობაზე.
XS
SM
MD
LG