Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ადამიანი დაესწრო კიევში ბელორუსი აქტივისტის დაკრძალვას


ათასობით ადამიანი, მათ შორის უკრაინის ოპოზიციის ლიდერები გამოეთხოვნენ 26 წლის მიხაილ ჟიზნევსკის, ბელორუსი ეროვნების ევრომაიდნის აქტივისტს, რომელიც გასულ კვირაში პოლიციის მიერ მომიტინგეთა ბარიკადაზე მიტანილი იერიშის შედეგად გარდაიცვალა. სულ პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკებებში სამი აქტივისტი დაიღუპა. წუხელ ანტისამთავრობო დემონსტრაციის ორიათასამდე მონაწილემ გრუშევკის ქუჩის მიმდებარე „უკრაინის სახლის“ სახელით ცნობილი მდებარე კონგრეს-ცენტრის შენობა დაიკავა. შაბათს შენობის დასაცავად 200-მდე სპეცრაზმელი მივიდა, თუმცა ევრომაიდნი დამცველების წინააღმდეგობის შემდეგ, ისინი გაეცალნენ იქაურობას. უკრაინული მედიის ინფორმაციით შენობის სახურავზე ნაპოვნია საბრძოლო სახეობის იარაღის ტყვიები.
XS
SM
MD
LG