Accessibility links

logo-print

ერაყის სამთავრობო ძალებმა ანბარის პროვინციაში მეამბოხეებს შეუტიეს


ერაყის სამთავრობო ძალებმა იერიშების განახორციელეს ქალაქების ფალუჯასა და რამადის მიმართულებით, სადაც ალ ყაიდასთან კავშირში მყოფი ექსტრემისტული ძალები კვლავ ინარჩუნებენ პოზიციებს. რადიო თავისუფლებისა და როიტერსის ინფორმაციებით სამთავრობო ჯარები ექსტრემისტების პოზიციებზე იერიშებს ავიაციის და არტილერიის საშუალებებით ახორციელებენ. სამხედრო იერიშები იმ ფართომასშტაბიანი ოპერაციის შემადგენელი ნაწილია, რაც მალე უნდა წამოიწყოს ერაყის არმიამ ექსტრემისტების განდევნის მიზნით.
XS
SM
MD
LG