Accessibility links

logo-print

დასავლეთის ქვეყნების ელჩებმა მოინახულეს "მაიდანი" და პროფკავშირების სახლი


ევროპის, აშშ-ისა და კანადის ელჩებმა კიევში დამოუკიდებლობის მოედანი მოინახულეს და პროფკავშირების შენობა დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ბატკივშჩინის“ პრეს-სამსახური ავრცელებს. „ბატკივშჩინის“ წევრებმა, „მაიდნისა“ და პროფკავშირების სახლის ე.წ. „კომენდანტებმა“ ანდრეი პარუბიიმ და სტეპან კუბივმა დასავლეთის ქვეყნების ელჩებს აჩვენეს, რომ „მაიდანსა“ და პროფკავშირების სალხში იარაღი არ არის. „ელჩებმა დაათვალიერეს აგრეთვე მესამე სართულზე მდებარე სამედიცინო ცენტრი, ნახეს დაჭრილები, მათთვის აფეთქებების შედეგად მიყენებული ჭრილობები. ელჩებმა დაათვალიერეს პროფკავშირების სახლის მეხუთე სართულის ლაბირინთები, რომლითაც მთელ მსოფლიოს აშინებენ. ელჩები შეხვდნენ „მაიდნის“ დაცვის 23-ე ასეულის ხელმძღვანელსა და „მემარჯვენე სექტორის“ სპიკერს, რომელსაც „ინტერფაქსი“ მემარჯვენე-რადიკალურ ჯგუფს უწოდებს და დაათვალიერეს რამდენიმე სართული. ელჩები დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანები არ ქმნიან არანაირ საფრთხეს და რომ პროფკავშრების სახლში არ არის იარაღი საწყობები“, - განაცხადა ანდრეი პარუბიიმ. პროფკავშირების სახლის კომენდანტმა სტეპან კუბივმა აღნიშნა, რომ ელჩები დაინტერესდნენ - რის საფუძველზე იმყოფება „ეროვნული წინააღმდეგობის შტაბი“ პროფკავშირების სახლში და მათ განუმარტეს, რომ შტაბი 1 დეკემბრიდან კანონიერად იმყოფება შენობაში, იხდის იჯარის საფასურსა და კომუნალურ გადასახადებს.
XS
SM
MD
LG