Accessibility links

logo-print

უკრაინის იუსტიციის მინისტრი იმუქრება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით


უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა განაცხადა, რომ, თუ „ევრომაიდნის“ აქტივისტები არ გაათავისუფლებენ იუსტიციის სამინისტროს შენობას, რომელიც ორშაბათს გამთენიისას დაიკავეს, ის მიმართავს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო მდგომარეობის შემოღების თხოვნით. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი აპირებს უკრაინის პრეზიდენტს სთხოვოს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შეწყვეტა. ეს განცხადება ელენა ლუკაშმა 27 იანვარს ღამით ტელეარხ „ინტერის“ ეთერით გაავრცელა. ოპოზიციური ორგანიზაციის „საერთო საქმის“ წარმომადგენელმა ალექსანდრ დანილიუკმა განაცხადა, რომ აქტივისტები არ აპირებენ იუსტიციის სამინისტროს დატოვებას, რადგან თვლიან, რომ ქვეყანას არალეგიტიმური მთავრობა ჰყავს. აქტივისტებმა შენობის გარშემო უკვე ააგეს ბარიკადები. „უკრაინისკაია პრავდას“ ინფორმაციით, პარტია „უდარის“ ლიდერი ვიტალი კლიჩკო იმყოფებოდა დაკავებულ შენობაში და დემონსტრანტებს სთხოვა მისი გათავისუფლება, თუმცა, უარი მიიღო. მანამდე „საერთო საქმის“ აქტივისტებმა გამოაცხადეს ენერგეტიკისა და აგრარული პოლიტიკის სამინისტროების დაკავების შესახებ.
XS
SM
MD
LG