Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები განაგრძობენ პირდაპირ მოლაპარაკებას


შვეიცარიაში მესამე დღეა, გრძელდება სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირდაპირი მოლაპარაკება. გაეროს წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი, იმედს გამოთქვამს, რომ დაიწყება დისკუსიები გაეროს გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას. ოპოზიცია გამორიცხავს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მონაწილეობას გარდამავალ მთავრობაში - ხოლო დამასკი ამის წინააღმდეგია. დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა კვირას იმსჯელეს ჰუმანიტარულ ზომებზე. სირიის მთავრობა ამბობს, რომ ქალებსა და ბავშვებს შეუძლიათ ალყაშემორტყულ ქალაქ ჰომსიდან წასვლა. ჰომსი ცენტრალურ სირიაში მდებარეობს. ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა შარშან აღადგინეს კონტროლი მის გარშემო ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე მაშინ, როცა ჰომსის ცენტრს კვლავაც მეამბოხეები აკონტროლებენ და ქალაქში ათასობით სამოქალაქო პირი რჩება.
XS
SM
MD
LG