Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო: მთიანი ყარაბაღის საზღვართან აზერბაიჯანელი ოფიცერი მოკლეს


ბაქომ ისევ დაადანაშაულა სომხური მხარე მთიანი ყარაბაღის საზღვრის გასწვრივ ზავის დარღვევაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხმა სნაიპერმა მოკლა აზერბაიჯანელი ლეიტენანტი საბუჰი აზიზოვი. საქმე ეხება ჯერ-ჯერობით ბოლო ინციდენტს საზღვრის გასწვრივ ბოლოხანს გახშირებული შეტაკებების ფონზე. აზერბაიჯანმა სომხური მხარე გასულ კვირაშიც დაადანაშაულა აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მოკვლაში. სომეხმა სეპარატისტებმა გასული საუკუნის 90-იანი წლების ომში დაიპყრეს აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის რეგიონი, რომელშიც უმეტესწილად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. ჯერ-ჯერობით უშედეგოა კონფლიქტის მოსაგვარებლად მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა.
XS
SM
MD
LG