Accessibility links

მსოფლიო აღნიშნავს ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს


მსოფლიოში აღნიშნავენ ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეს. 60-მდე ისრაელელი პარლამენტარი ჩავიდა პოლონეთში, ოსვენციმში, სადაც მდებარეობდა ერთ-ერთი მთავარი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი. ისრაელის პარლამენტის წევრები ასობით პოლიტიკოსთან და ჰოლოკოსტს გადარჩენილებთან ერთად მონაწილეობენ ცერემონიაში ოსვენციმის მუზეუმთან. ჰოლოკოსტის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლს პატივს მიაგებენ მრავალ სხვა ქვეყანაშიც, მათ შორის საქართველოში. საგანგებო ცერემონია იმართება გერმანიის პარლამენტშიც. ნაცისტური რეჟიმის მმართველობის წლებში ევროპაში ექვს მილიონამდე ებრაელი დახოცეს.
XS
SM
MD
LG