Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი დაესწრო ცერემონიას ლენინგრადის ბლოკადის დასრულების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრო ცერემონიას ლენინგრადის ბლოკადის დასრულების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად. ბლოკადამ, რომელიც 1941 წლის 8 სექტემბერს დაიწყო და 872 დღე გაგრძელდა, მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა. პუტინმა ყვავილებით შეამკო პისკარიოვსკოეს სასაფლაო მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში. მან ყვავილები მიიტანა "ნევსკი პიატაჩოკის" მემორიალზეც - იმ ადგილას, სადაც პუტინის მამა დაიჭრა ქალაქში ბრძოლების დროს. იუწყებიან ასევე, რომ პუტინი დაესწრო ბლოკადის დასრულების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს. ლენინგრადის ბლოკადა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და დამანგრეველ ალყად ითვლება.
XS
SM
MD
LG