Accessibility links

logo-print

ქაბული აპირებს 37 პატიმრის გათავისუფლებას, აშშ-ის კრიტიკის მიუხედავად


ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აპირებენ გაათავისუფლონ 37 პატიმარი, აშშ-ის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად. ამერიკელი სამხედროები ამ პატიმრებს ბრალად დებენ უცხოელ და ავღანელ ჯარისკაცებზე თავდასხმების მოწყობას. მთავრობის საგანგებო კომიტეტის წევრის, აბდულ შუქურ დადრასის ცნობით, 37 პატიმარს გამოუშვებენ „არასაკმარისი სამხილების“ გამო. საგანგებო კომიტეტი განიხილავს ქაბულთან მდებარე, ფარვანის დაკავების ცენტრში მყოფი პირების საქმეებს. დადრასის ინფორმაციით, 37 პატიმარს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გამოუშვებენ. ამასობაში გრძელდება კიდევ 51 პატიმრის საქმეების შესწავლა. პატიმრების გამოშვების გეგმამ კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა ქაბულის და ვაშინგტონის ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG