Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ აამოქმედა ვებსაიტი სოჭში კორუფციის შესახებ


რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ დღეს აამოქმედა ვებსაიტი, რომელზეც თავმოყრილია ინფორმაცია სოჭის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული კორუფციის შესახებ. ვებსაიტზე http://sochi.fbk.info გამოქვეყნებული ინფორმაციით, სულ ცოტა, 10 ოლიმპიური ობიექტი დაჯდა გეგმაზე ორჯერ მეტი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბოლოხანს უარყო სოჭის თამაშებთან დაკავშირებული კორუფციის შესახებ ბრალდება. რუსეთმა, სავარაუდოდ, 51 მილიარდი დოლარი დახარჯა სოჭში წლევანდელი ოლიმპიური თამაშებისათვის საჭირო ობიექტებში, რაც სარეკორდო ხარჯია ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG