Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აღნიშნეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე


თბილისში აღნიშნეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. მათ პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა. ცერემონიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ქედს იხრის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის წინაშე და იმ ადამიანების წინაშეც, ვინც კაცობრიობას დაუბრუნა საკუთარი თავის რწმენა და ვინც ყოველდღიურად დარაჯობს, რომ ადამიანსა და საზოგადოებაში ბნელი საწყისი არ გაძლიერდეს. "ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც ალბათ გარკვეულწილად ამაყად შეუძლია თქვას, რომ თავისი ბუნებით, არსით და წარსულით არის ტოლერანტული. ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც ებრაელები 26 საუკუნე მშვიდობიანად თანაარსებობენ სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან. ეს შეიძლება განსაკუთრებით საამაყო იყოს ჩვენთვის, როდესაც ტრაგიკულ დღეებს ვიხსენებთ," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, ქვეყნის მომავალი სწორედ ამ ტრადიციებზე დაფუძნებით უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს.
XS
SM
MD
LG