Accessibility links

უკრაინის "რეგიონების პარტია" პროკურატურას მოუწოდებს „გადატრიალების“ შეჩერებისაკენ


უკრაინის მმართველმა “რეგიონების პარტიამ“ გენერალურ პროკურორს მოუწოდა, გამოიძიოს „ანტიკონსტიტუციური“ ქმედებები, რომლებსაც შესაძლოა დემონსტრანტები ახორციელებდნენ სამთავრობო უწყებების დაკავებით. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის განცხადებაში, რომელიც ორშაბათს გავრცელდა, საუბარია „ფაშისტ ახალგაზრდებზე“ და „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობაზე. დემონსტრანტებმა დასავლეთ უკრაინის 10-მდე რეგიონში დაიკავეს ადგილობრივი მმართველობის უწყებები, ხოლო კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეები წუხელ შეიჭრნენ იუსტიციის შენობაში.
XS
SM
MD
LG